• Geo
  • Eng
24.09.2014
დინამო VS დილა - ურთიერთშეხვედრები

პარასკევს, 26 სექტემბერს 16:00 საათზე საქართველოს XXVI ჩემპიონატის მეშვიდე ტურის შეხვედრაში, დინამო თბილისი გორში დილას დაუპირისპირდება. დილასთან შეხვედრა თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და ტრადიციულად, დაპირისპირების პირდაპირ რეპორტაჟს ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდი შემოგთავაზებთ.

ეროვნული ასპარეზზე ეს გუნდები ერთმანეთს 51–ჯერ შეხვედრიან. ურთიერთშეხვედრებში დინამოს უპრეცენდენტო უპირატესობა აქვს. 41 შემთხვევაში გამარჯვება თბილისელებს დარჩათ, 9 შეხვედრა ფრედ  დასრულდა და 1 თამაში გორელებმა მოიგეს. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 141/24 არის.

ყველაზე დიდი ანგარიშით დინამომ 2005 წლის 2 აპრილს იმარჯვა. XVI ჩემპიონატის ოცდამეექვსე ტურში გამართული შეხვედრა 9:0 დასრულდა. ასევე ცხრა ბურთი გავიდა 1993 წლის 16 ნოემბერს ჩატარებულ მატჩში. V ჩემპიონატის მეთხუთმეთე სათამაშო დღეს თბილისელებმა 7 ბურთი გაიტანეს, გორელთა 2 გოლის საპასუხოდ. აღსანიშნავია, რომ სამ–სამჯერ დაფიქსირდა ხუთბურთიანი სხვაობა– 6:1 და 5:0, ხოლო ოთხ–ოთხჯერ შეხვედრა დასრულდა ანგარიშით 4:1 და 4:0 . ფრედ ჩატარებული შეხვედრებიდან ხუთი მატჩი უგოლოდ, ხოლო ორ-ორი შეხვედრა კი ანგარიშით 2:2 და 1:1 დასრულდა.

უკანასკნელად საქართველოს ჩემპიონატში დინამო თბილისი გორის დილას 2013 წლის 24 ნოემბერს დაუპირისპირდა. მატჩი დინამო არენაზე გაიმართა და საყაიმო ანგარიშით- 1:1 დასრულდა. აღნიშნულ შეხვედრაში დინამოელთაგან გოლი გიორგი გველესიანმა გაიტანა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024