01.08.2011
ბილეთების რეალიზაცია სამშაბათიდან დაიწყება

უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩის ბილეთების რეალიზება სამშაბათიდან დაიწყება. დინამო – რეიკიავიკის მატჩზე დასასწრები ბილეთები, თბილისში მეტროპოლიტენის სადგურებთან მდებარე ექსპრესის პრესის გავრცელების ჯიხურებში გაიყიდება. შეგახსენებთ, რომ დინამო-რეიკიავიკის მატჩი ხუთშაბათს, 4 აგვისტოს 21 საათზე ეროვნულ სტადიონზე გაიმართება. ბილეთის ფასი 3 და 5 ლარია

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019