სიახლეები მთავარი / სიახლეები Prev 1 ... 1225 1226 1227 1228 1229 1230 1231 1232 1233 ... 1598 Next 5 ოქტომბერი2013 დინამო–2 ფოთის კოლხეთთან დამარცხდა პირველი ლიგის გათამაშების მორიგ კალდენდარულ შეხვედრაში დინამო–2 საკუთარ მოედანზე ფოთის კოლხეთის წინააღმდეგ დამარცხდა. ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემიის ხელოვნურსაფარიან მოედანზე გამართული მატცი ფოთელთა გამარჯვებით – 1:0 დასრულდა. 5 ოქტომბერი2013 სიონი VS დინამო – მატჩამდე დინამო თბილისი საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრას სტუმრად, რუსთავში, ფოლადის სტადიონზე, ბოლნისის სიონის წინააღმდეგ გამართავს. 6 ოქტომბერს შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყება და დაპირისპირების პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხისა და ჩვენი კლუბის ოფიციალურ ვებ–გვერდის მეშვეობით შეგეძლებათ. 5 ოქტომბერი2013 სიონი VS დინამოს ოთარ ხეცაძე განსჯის ეროვნული ჩემპიონატის VIII ტურის შეხვედრას, რომელსაც დინამოელები სტუმრად, ბოლნისის სიონის წინააღმდეგ გამართავენ, ოთარ ხეცაძე განსჯის. 5 ოქტომბერი2013 ვარჯიში დიღმის ბაზაზე დინამო თბილისი უმაღლესი ლიგის მორიგი კალენდარული შეხვედრისთვის მზადებას განაგრთზობს.ხვალ, დუშან უჰრინის გაწვრთნილი გუნდი რუსთავში, ფოლადის სტადიონზე, ბოლნისის სიონს დაუპირისპირდება. დინამო TV დიღმის საწვრთნელ ბაზაზე გამართული ვარჯიშის ვიდეოკოლაჟს გთავაზობთ. 4 ოქტომბერი2013 გამარჯვება სომხეთის ნაკრებთან დღეს ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის მოედანზე გაიმართა ამხანაგური მატჩი. დინამოს აკადემიის U-14 გუნდმა პაატა გოცირიძის ხელმძღვანელობით, სომხეთის თხუთმეტწლამდე ნაკრებს უმასპინძლა და საინტერესო შეხვედრაში ანგარიშით 2:1 დაამარცხა მეტოქე.