• Geo
  • Eng
22.04.2014
ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრას გიორგი ვადაჭკორია იმსაჯებს

საქართველოს თასის ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი 23 აპრილს გორში დილას წინააღმდეგ გამართავს, გიორგი ვადაჭკორია განსჯის. მას ასისტენტობას . უკლება და . მენთეშაშვილი გაუწევენ. დამატებითი არბიტრები იქნებიან . ნინუა და . ყრუაშვილი. სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი . ხარიტონაშვილი შეასრულებს.

 

ჩვენი გუნდის მონაწილეობით გიორგი ვადაჭკორიამ ბოლოს 8 აპრილს ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში იმსაჯა. დინამო თბილისმა გორის დილა 1:0 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში გიორგი ვადაჭკორიამ ოთხჯერ გააფრთხილა ფეხბურთელები.

 

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც გიორგი ვადაჭკორიამ იმსაჯა 16 აპრილს პირველ ლიგაში გამართული ლოკომოტივი 2:1 ბათუმის დინამო არის. აღნიშნულ მატჩში გიორგი ვადაჭკორიას ფეხბურთელები ხუთჯერ გააფრთხილა.

 

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის, გიორგი ვადაჭკორიას მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

 

გიორგი ვადაჭკორია

 

===========================================

უმაღლესი ლიგა113 თამაში / 470 ყვითელი / 23 წითელი / 30 პენალტი

 

პირველი ლიგა8 თამაში / 27 ყვითელი / 1 წითელი / 3 პენალტი

 

მეორე ლიგა10 თამაში / 26 ყვითელი / 1 წითელი / 2 პენალტი

 

საქართველოს თასი 8 თამაში / 29 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი

 

საქართველოს სუპერ თასი 2 თამაში / 10 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი

 

უეფა.ევროპა ლიგა.საკვალიფიკაციო ეტაპი 3 თამაში / 8 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

 

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U21. საკვალიფიკაციო ეტაპი 4 თამაში / 13 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

 

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U17. საკვალიფიკაციო ეტაპი 4 თამაში / 18 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი

 

საერთაშორისო ამხანაგური მატჩები 1 თამაში / 3 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024