• Geo
  • Eng
19.03.2014
მეოთხედფინალის საპასუხო მატჩის წინ

20 მარტს თბილისში, დინამო არენაზე გაიმართება საქართველოს თასის მეოთხედფინალის საპასუხო შეხვედრა. დინამო თბილისი რუსთავის მეტალურგს უმასპინძლებს. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.

შეიძლება ითქვას, რომ მეტალურგი სეზონის განახლებას სახეცვლილებით ხვდება. გუნდის თავკაცად ვარლამ კილასონია დაინიშნა, ხოლო შემადგენლობაში ძირეული ცვლილებები მოხდა. გუნდმა თურქეთში გაიარა შეკრება და ჩაატარა 4 სპარინგ მატჩი. რუსეთის გაზოვიკი რუსთაველებმა 1:0 დაამარცხეს. რუმინეთის ტირგუ მორეში 2:0 დაჯაბნეს. თურქმენეთის ნებითჩისთან იმავე ანგარიშით დამარცხდა მეტალურგი, ხოლო მაკედონიის ტურნოვოსთან ფრე 1:1. საქართველოს თასზე მეოთხედფინალური პაექრობის პირველი შეხვედრა სახლში დათმეს ჩვენს გუნდთან ანგარიშით 0:2. შემდეგ ეროვნულ ჩემპიონატში 2:0 აჯობეს ვიტ ჯორჯიას, ფრე ითამაშეს 0:0 მერანთან, სახლში დამარცხდნენ სიონთან 0:2 და რამდენიმე დრის წინ დინამოს აჯობეს მინიმალური ანგარიშით 1:0.

 

მეოთხედფინალამდე ჩვენმა მომავალმა მეტოქემ ორი ეტაპი გაიარა. ჯერ გაგრა დაამარცხეს რუსთაველებმა საერთო ანგარიშით 3:1 (შინ 2:0 და გასვლაზე 1:1), ხოლო მერვედფინალში ფოთის კოლხეთის ბარიერი გადალახეს საერთო ანგარიშით 5:1 (შინ გამარჯვება 2:0, გასვლაზე 3:1). მეოთხედფინალის პირველ დაპირისპირებაში, რომელიც რუსთავში გაიმართა 0:2 დაფიქსირდა სტუმართა სასარგებლოდ. დინამოელთაგან ჩისკომ და ძარიამ აიღეს მეტალურგის კარი.

თასის გათამაშებაზე დინამო და მეტალურგი წინა სეზონშიც, ნახევარფინალში შეხვდნენ ერთმანეთს. რუსთავში ჩატარებული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა, საპასუხო შეხვედრაში კი დინამოელებმა ხუთი უპასუხო ბურთით იმარჯვეს.

 

20 მარტს დინამოელებს თავის ისტორიაში მხოლოდ ერთი ოფიციალური შეხვედრა აქვთ ჩატარებული. 2005 წელს თბილისური დერბი ლოკომოტივის წინააღმდეგ უგოლოდ 0:0 დასრულდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024