სიახლეები მთავარი / სიახლეები Prev 1 ... 1135 1136 1137 1138 1139 1140 1141 1142 1143 ... 1666 Next 14 ივლისი2014 დინამოს ფან შოპი გაიხსნა დღეს ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის ტერიტორიაზე გაიხსნა საქართველოში პირველი საკლუბო ფან შოპი. 14 ივლისი2014 დინამო – აქტობეს პაველ რაჩკოვსკი განსჯის ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას, რომელსაც დინამო თბილისი დინამო არენაზე გამართავს და ყაზახეთის აქტობეს უმასპინძლებს, პოლონელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი მსაჯი 31 წლის- პაველ რაჩკოვსკი იქნება. მთავარ არბიტრს ასისტენტობას- პაველ სოკოლინიცკი და მიხალ ობუკოვიცი გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს- ტომაშ კვიატკოვსკი შეასრულებს. 14 ივლისი2014 16 ივლისი დინამოს ისტორიაში ოთხშაბათს 16 ივლისს, დინამო არენაზე ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა გაიმართება. დინამო თბილისი ყაზახეთის აქტობეს უმასპინძლებს. მატჩი 21.00 საათზე დაიწყება. 16 ივლისს დინამოს თავის ისტორიაში 9 მატჩი აქვს ჩატარებული. 5 დაპირისპირება სსრკ- ს პირველობაზე და 4 მატჩიც ევროთასებზე. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 20/7 თბილისელთა სასარგებლოდ. 14 ივლისი2014 სპორტულ ჟურნალისტთა საყურადღებოდ უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა დინამოსა და აქტობეს შორის გაიმართება ოთხშაბათს, 16 ივლისს, 21.00 საათზე დინამო არენაზე. 14 ივლისი2014 ოთარ მარცვალაძე იუბილარია ჩვენი გუნდის გამოცდილი თავდამსხმელი- ოთარ მარცვალაძე იუბილარია. დღეს იგი 30 წლის გახდა. ვულოცავთ ოთარს დაბადების დღეს, სპორტულ წარმატებებს და პირად ბედნიერებას ვუსურვებთ მას.