• Geo
  • Eng
02.02.2014
მომდევნო სპარინგი მლადა ბოლესლავთან

თურქეთში მოსამზადებელ ეტაპზე მყოფი დინამოელები 3 თებერვალს მორიგ საკონტროლო მატჩს ჩაატარებენ. ჩვენი გუნდი ჩეხეთის უმაღლესი დივიზიონის (გამბრინუს ლიგის) წარმომადგენელს, მლადა ბოლესლავს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. ჩვენი გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდი აღნიშნული თამაშის პირდაპირ ვიდეო-რეპორტაჟს გეგმავს.

 

 

ჩვენი მეტოქე - მლადა ბოლესლავი

 

საფეხბურთო კლუბი მლადა ბოლესლავიამავე სახელწოდების ქალაქს წარმოადგენს, რომელიც პრაღიდან 50 კილომეტრში მდებარეობს. 1902 წელს შეიქმნა. არსებობის მანძილზე გუნდმა რამდენჯერმე შეიცვალა სახელწოდება.მლადა ბოლესლავის ტრადიციული საკლუბო სიმბოლიკა ლურჯ-თეთრ ფერებშია გადაწყვეტილი. ჩეხეთის ჩემპიონატში 16 ჩატარებულ შეხვედრაში მოპოვებული 26 ქულით გუნდი ამჟამად მეხუთე პოზიციაზე იმყოფება.

მლადა ბოლესლავი 2006-ში ჩეხეთის ჩემპიონატის ვერცხლის მედალს დაეუფლა, მომავალ სეზონში ბრინჯაოს, ტიტულის მოპოვება კი 2010/11 წლების სეზონში შეძლო. გუნდი ჩეხეთის თასის გათამაშების ფინალურ მატჩში სიგმა ოლუმუცს დაუპირისპირდა და მეტოქეს ფრედ 1:1 დასრულებული 120 წუთის შემდეგ პენალტების სერიაში 4:3 აჯობა.  გუნდმა ორჯერ ითამაშა ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.

ანთალიაში ჩამოსვლამდე მლადა ბოლესლავმა სამშობლოში ოთხი საკონტროლი მატჩი ჩაატარა, საიდანაც გუნდმა 3 შეხვედრა მოიგო, ერთი კი ფრედ დაასრულა. 10 ინვარს მლადამ პარდუბიცე მინიმალური ანგარიშით - 1:0 დაამარცხა, 18 იანვარს ჩვენმა მომავალმა მეტოქემ ასეთივე ანგარიშით სძლია პრიბრამს. 24 იანვარს მლადა ბოლესლავი გრადეცს დაუპირისპირდა, შეხვედრა უხვგოლიანი გამოდგა, საფინალო ანგარიში საყაიმო - 3:3. უკანასკნელი თამაში მლადამ 29 იანვარს ჩაატარა და მოსტი დამაჯერებელი ანგარიშით - 3:0 დაამარცხა.

 

მლადა ბოლესლავი 2013/2014 წლების სეზონის მეორე ნახევრისთვის მოსამზადებელი ეტაპის დასკვნით შეკრებას თურქულ ანთალიაში გაივლის. ჩეხური კლუბი ანთალიაში 1 თებერვლიდან იმყოფება. გუნდი პირველ საკონტროლო მატჩს 3 თებერვალსდინამოს  წინააღმდეგ გამართავს, 6 თებერვალს ჩეხები რუმინულ პანდურის დაუპირისპიდებიან, ხოლო უკანაკნელ სპარინგს 9 თებერვალს უნგრული პეშის წინააღმდეგ ჩაატარებენ.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024