სიახლეები მთავარი / სიახლეები Prev 1 ... 1162 1163 1164 1165 1166 1167 1168 1169 1170 ... 1666 Next 26 მაისი2014 დინამო U-14 ჩემპიონია ელიტ ლიგაში ჩატარდა 23- ე ტურის მატჩი. ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდმა ავაზას უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა მეტოქე. გათამაშების დასრულებამდე 3 ტურით ადრე დინამოელებმა 65 ქულა დააგროვეს და ჩემპიონის ტიტული გაიფორმეს. შეხვედრაში გოლების გატანა თაგვაშვილმა, ხარშილაძემ, კუციამ და კოკაიამ მოახერხეს. 26 მაისი2014 პირველი გამარჯვება ელიტრაუნდში შვეიცარიაში 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის მატჩები მიმდინარეობს. საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრაში მასპინძელ, შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდა და მეტოქე 2:0 დაამარცხა. 26 მაისი2014 17 წლამდელებმა 35- ე სკოლას აჯობეს ჭაბუკთა ლიგაში დინამოს 17 წლამდელთა გუნდმა მორიგი მატჩი ჩაატარა. ზვიად ჯელაძის შეგირდებმა 35- ე სკოლას 4:1 აჯობეს. გოლები გაიტანეს: გადრანმა, ფირცხალავამ, გოგილაშვილმა და მიხეილ ბაშალეიშვილმა. 24 მაისი2014 გამარჯვება ელიტ ლიგაში დღეს დინამოს აკადემიის 14 წლამდელთა გუნდმა ელიტ ლიგაში მორიგი ტურის მატჩი გამართა და კასპის გუნდს დაუპირისპირდა. ვლადიმერ გოჩაშვილის შეგირდებმა მეტოქეს 9 უპასუხო ბურთი გაუტანეს. ორ-ორი გოლი გაიტანეს ჭურღულაშვილმა, ცერცვაძემ და კოკაიამ. თითოჯერ მეტოქის კარი ქაფიანიძემ, გრიგოლიამ და კუციამ დალაშქრეს. 23 მაისი2014 2013-14 სეზონის სიმბოლური ნაკრები სპორტული გამოცემა ლელო ტრადიციულად ყოველი სეზონის ბოლოს, უმაღლესი ლიგის სიმბოლურ გუნდს ასახელებს. საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის გამორჩეულ ფეხბურთელთა თერთმეტეულში ლელომ ექვსი დინამოელი შეიყვანა.