• Geo
  • Eng
26.01.2014
დინამო თურქეთში 24 ფეხბურთელით მიემგზავრება

დინამო თბილისი 2013/2014 წლების სეზონის მეორე ნახევრისთვის სამზადისს თურქულ ანთალიაში განაგრძობს. 27 იანვრიდან 11 თებერვლის ჩათვლით ჩვენი გუნდი პრესტიჟულ სასტუმრო Titanic Delux Belek-ში იცხოვრებს. თბილისიდან სტამბულის რეისით საწვრთნელ შეკრებაზე დინამო 24 ფეხბურთელით გაემგზავრება, მალხაზ ჟვანიას განკარგულებაში იქნებიან:

 

გიორგი ლორია, ნიკა დაუშვილი, ლევან ტყეშელაშვილი, გიორგი გველესიანი, გიორგი ხიდეშელი, გიორგი რეხვიაშვილი, დავით ხურცილავა, დავით კვირკველია, გიორგი პაპავა, ირაკლი ძარია, მათე ცინცაძე, გიორგი ჯანელიძე, თორნიკე გორგიაშვილი, გიორგი პაპუნაშვილი, ირაკლი მოდებაძე, პატრიკ ვუო, ჩისკო, დორინ გოგა, ლაშა შერგელაშვილი, ოთარ კაკაბაძე, საბა ლობჟანიძე, ნიკა დიასამიძე, გიორგი მერებაშვილი და დარკო გლიშიჩი

 

დინამოელები თურქულ შეკრებაზე სავარაუდოდ ხუთ საკონტროლო მატჩს გამართავენ. თბილისელი ფეხბურთელები სავარაუდოდ ოდესის ჩერნომორეცს, სპლიტის ჰაიდუკს, მლადა ბოლესლავს და ბიელსკო-ბიალას პოდბესკიძიეს დაუპირისპირდებიან. მეხუთე სპარინგ მეტოქის ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024