• Geo
  • Eng
05.01.2014
დინამოს იუბილარები

ჩვენი კლუბის ვეტერანი ფეხბურთელები– ლევან ნოდია და გრიგოლ ცაავა იუბილარები არიან. ნოდიას 65 წელი შეუსრულდა, ხოლო ცაავას 52.

ლევან ნოდია დინამოში 1968 დან 1975 წლამდე თამაშობდა. ჩვენი კლუბის შემადგენლობაში ჩაატარა 114 მატჩი და გაიტანა 13 გოლი. არის სამგზის ბრინჯაოს მფლობელი 1969, 1971, 1972 წლებში. სპორტის ოსტატი.

გრიგოლ ცაავა დინამოში 1979–1987, 1988–1990 წლებში ასპარეზობდა. ჩვენი კლუბის შემადგენლობაში ჩაატარა 182 მატჩი და გაიტანა 33 გოლი. არის საქართველოს 1990 წლის ჩემპიონატის გამარჯვებული. 1982 წელს შედიოდა 33 საუკეთესო ფეხბურთელტა სიაში. ამჟამად თბილისის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია.

ვულოცავთ ჩვენს ვეტერანებს დაბადების დღეს, ჯანმრთელობას და ბედნიერებას ვუსურვებთ მათ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024