სიახლეები მთავარი / სიახლეები Prev 1 ... 1171 1172 1173 1174 1175 1176 1177 1178 1179 ... 1663 Next 27 აპრილი2014 დინამომ გურია დაამარცხა დღეს ლანჩხუთში ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე საქართველოს ჩემპიონატის XXVIII ტურის შეხვედრაში გურიამ დინამოს უმასპინძლა. შეხვედრა დედაქალაქელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. 27 აპრილი2014 გურია vs დინამო – LIVE დღეს ჩვენი გუნდი ლანჩხუთში, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე საქართველოს ჩემპიონატის XXVIII ტურის შეხვედრას, გურიას წინააღმდეგ გამართავს. 16:00 საათიდან ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდი აღნიშნული მატჩის როგორც ტექსტურ, ასევე ვიდეო LIVE- ს შემოგთავაზებთ. 27 აპრილი2014 თორნიკე გორგიაშვილი - 26 ჩვენი გუნდის ნახევარმცველი– თორნიკე გორგიაშვილი იუბილარია, დღეს იგი 26 წლის გახდა. ვულოცავთ თორნიკეს დაბადების დღეს, სპორტულ წარმატებებს და პირად ბედნიერებას ვუსურვებთ მას. 27 აპრილი2014 დინამოს აკადემიის გუნდი ევროპის თასის შესარჩევის ნახევარფინალშია ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის მოედანზე ევროპის თასის შესარჩევი მატჩების (U-12 გუნდებს შორის) მეორე ჯგუფური ეტაპი გაიმართა. საქართველოში ამ შესარჩევი ეტაპის ორგანიზატორია ლევან კობიაშვილი და მეგობრები. გამარჯვებული გუნდი გაემგზავრება გერმანიაში – ევროპის თასზე. 26 აპრილი2014 გურია VS დინამო - მატჩამდე საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის XXVIII ტურის შეხვედრას, დინამოელები ლანჩხუთში გურიასთან გამართავენ. მატჩი 27 აპრილს 16:00 საათზე დაიწყება და ტრადიციულად, შეხვედრის ვიდეო და ტექსტურ რეპორტაჟს ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდი შემოგთავაზებთ.