• Geo
  • Eng
04.01.2014
ფირუზ კანთელაძე – 65

დღეს ჩვენი კლუბის ვეტერანი ფეხბურთელი– ფირუზ კანთელაძე 65 წლის გახდა. ბატონი ფირუზი დინამოში 1967 დან 1979 წლამდე თამაშობდა. ჩვენი კლუბის შემადგენლობაში ჩაატარა 277 მატჩი და გაიტანა 3 გოლი. არის საბჭოთა კავშირის 1978 წლის ჩემპიონი, პირველობის მეორეადგილოსანი 1977 და ორგზის ბრინჯაოს მფლობელი 1976 (გაზაფხული -შემოდგომა). სსრკ– ს თასის 2- გზის გამარჯვებული 1976, 1979 წლებში. ღირსების ორდენის კავალერი 33 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში ორჯერ იქნა დასახელებული. ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატის გამარჯვებული 1967 წელს. ვულოცავთ ფირუზ კანთელაძეს დაბადების დღეს, ჯანმრთელობას და ბედნიერებას ვუსურვებთ მას.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024