• Geo
  • Eng
30.12.2013
მიხეილ ჯოჯუა იუბილარია

დღეს დინამო თბილისის ვეტერანის, ყველაზე მხცოვანი დინამოელის- მიხეილ ჯოჯუას დაბადების დღეა. თბილისური გუნდის ვეტერანი 88 წლის გახდა. მიხეილ ჯოჯუა თბილისში დაიბადა. დინამოს შემადგენლობაში 1949 წლიდან 1953 წლამდე ასპარეზობდა. ჩატარებულ 79 შეხვედრაში 18 ჯერ მოახერხა მეტოქის კარის დალაშქვრა. არის 1950 წლის პირველობის პრიზიორი და 1951 წლის გათამაშების ვიცე ჩემპიონი. ამჟამად მეგობრობის თეატრის დირექტორია.

დინამოელები ვულოცავთ ბატონ მიხეილს იუბილეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024