სიახლეები მთავარი / სიახლეები Prev 1 ... 1171 1172 1173 1174 1175 1176 1177 1178 1179 ... 1666 Next 2 მაისი2014 ზესტაფონი – დინამოს ოთარ ხეცაძე განსჯის საქართველოს ჩემპიონატის 29- ე ტურის შეხვედრას, რომელსაც დინამოელები ზესტაფონში, სკ ზესტაფონის წინააღმდეგ გამართავენ, ოთარ ხეცაძე განსჯის. მატჩის მთავარ არბიტრს ასისტენტობას ი. უკლება და გ. ჩიგოგიძე გაუწევენ. დამატებითი ასისტენტები ა. ნონიკაშვილი და გ. ყრუაშვილი იქნებიან. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი გ. კიკაჩეიშვილი შეასრულებს. 2 მაისი2014 ვიზიტი ბორნმუთში 25-26 აპრილს ინგლისში, ქალაქ ბორნმუთში მივლინებით იმყოფებოდა დინამო თბილისის ხელმძღვანელობა. ინგლისში საქმიანი შეხვედრები შედგა ბორნმუთის საფეხბურთო კლუბის ხელმძღვანელობასთან. დაათვალიერეს სტადიონი, მოსამზადებელი და სათამაშო ინფრასტრუქტურა. გაგვიზიარეს გამოცდილება, მარკეტინგსა და სელექციაში მუშაობის პრინციპები. 1 მაისი2014 3 მაისი დინამოს ისტორიაში 3 მაისს ზესტაფონში საქართველოს ჩემპიონატის 29- ე ტურის მატჩი ჩატარდება. დინამო თბილისი გასვლით შეხვედრაში ზესტაფონს დაუპირისპირდება. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება. 1 მაისი2014 ოთარ მარცვალაძე მამა გახდა ჩვენი გუნდის თავდამსხმელს- ოთარ მარცვალაძეს ვაჟი, პატარა ნიკოლოზი შეეძინა. დინამოელები ვულოცავთ ოთარს ვაჟიშვილის დაბადებას. ჯანმრთელობას და ბედნიერებას ვუსურვებთ ახალშობილს. 1 მაისი2014 ორმაგი გამარჯვება ჭაბუკთა ლიგაში ჭაბუკთა ლიგაში 23– ე ტურის მატჩები გაიმართა. დინამო თბილისის 15 და 17 წლამდელთა გუნდები ბათუმელ თანაკლუბელებს დაუპირისპირდნენ და დედაქალაქელებმა ორივე შეხვედრაში იმარჯვეს.