• Geo
  • Eng
19.10.2013
დინამო Vs ჩიხურა – მატჩამდე

უმაღლესი ლიგის რიგით მეცხრე ტურის შეხვედრას დინამოელები საკუთარ მოედანზე გამართავენ. ჩვენი გუნდი დინამო არენაზე საჩხერის ჩიხურას უმასპინძლეს. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება და დაპირისპირების პირდაპირ ეთერს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს. ტრადიციულად შეხვედრის ვიდეო და ტექსტურ რეპორტაჟს შემოგთავაზებთ ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდიც.

 

 

ჩვენი მეტოქე

საჩხერის საფეხბურთო კლუბი ჩიხურა 1938 წელს დაარსდა. გუნდის ოფიციალური სიმბოლიკა ყვითელ და ლურჯ ფერებში არის გადაწყვეტილი. ჩვენი მომავალი მეტოქე საშინაო შეხვედრებს საჩხერის ცენტრალურ სტადიონზე მართავს, რომელიც 2000 მაყურებელს იტევს. ჩიხურა საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგას ხუთწლიანი პაუზის შემდეგ 2012/2013 წლების სეზონში დაუბრუნდა. საქართველოს ჩემპიონატში საჩხერელთა საუკეთესო რეზულტატი გასულ სეზონში დაფიქსირდა, გუნდმა უმაღლეს ლიგაში მეოთხე საფეხური დაიკავა. გასულ სეზონი ჩიხურასთვის წარმატებული გამოდგა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაზეც, საჩხერის გუნდმა გათამაშების ფინალში ჩვენი გუნდის წინააღმდეგ ითამაშა და საბოლოოდ ვერცხლის მედლებს დასჯერდა. ჩემპიონატში დაკავებული მეოთხე საფეხური და საქართველოს თასის ფინალისტობამ ჩიხურას ევროასპარეზზე სადებიუტო შეხვედრების ჩატარების უფლება მისცა. გუნდმა უეფას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დაიწყო ტამაში, სადაც ჩვენმა მომავალმა მეტოქემ ლიხტენშტაინური ვადუცის ბარიერი დასძლია, მეორე ეტაპზე კი შვეიცარიულ თუნთან ორი მატცის ჯამში – 1:5 დამარცხდა.

 

 

მწვრთნელი და ჩიხურა

საჩხერის ჩიხურას მთავარი მწვრთნელი 2008 წლიდან დღემდე სოსო ფრუიძე გახლავთ, რომელთან ერთადაც გუნდმა პირველ ლიგაში წარმატებას მიაღწია და უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. სოსო ფრუიძემ ჩიხურაში ხუთწლიანი მოღვაწეობის თავზე გუნდი ქართულ საფეხბურთო ელიტაში ანგარიშგასაწევ ძალად აქცია. დებიუტანტის კვალობაზე გასულ სეზონში გუნდმა წარმატებულად იასპარეზა ეროვნულ ჩემპიონატშიც და თასის გათამაშებაზეც. მიმდინარე სეზონში კი გუნდი 8 ჩატარებულ შეხვედრაში მოპოვებული 16 ქულით სატურნირო ცხრილის მესამე პოზიციაზე იმყოფება.

 

დინამომდე...

საჩხერის ჩიხურამ მიმდინარე სეზონში 9 ოფიციალური შეხვედრა (8 ეროვნულ ჩემპიონატში / 2 თასის გათამაშებაზე) გამართა. საიდანაც გუნდმა 6 შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა – ზუგდიდი 1:3 ჩიხურა, ვიტ ჯორჯია 0:2 ჩიხურა, ჩიხურა 1:0 ზესტაფონი, ჩიხურა 3:1 დილა, ლოკომოტივი 0:3 ჩიხურა, ჩიხურა 2:1 სპარტაკი. 2 შეხვედრაში დამარცხდა – ჩიხურა 2:4 მეტალურგი, მერანი 3:2 ჩიხურა, ერთი მატჩი კი ფრედ ითამაშა – სიონი 2:2 ჩიხურა.

 

დინამო VS ჩიხურა

დინამო და ჩიხურა ეროვნულ ესპარეზზე ერთმანეტს დღემდე 6–ჯერ შეხვედრიან. ექვსი მატჩიდან 5 ჩვენი გუნდის გამარჯვებით, 1 კი საყაიმო ანგარიშიტ დასრულდა. გატანილი და გაშვებული ბურთებს შეფარდება ჩვენი გუნდის სასარგებლოდ – 20:5 არის.

 

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

ხვალინდელ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო ჩვენი გუნდის ცენტრალური მცველი – გიორგი გველესიანი გამოტოვებს, რომელისთვისაც გასულ ტურში მიღებული ყვითელი ბარათი მიმდინარე სეზონში მესამე გაფრთხილება გამოდგა. ჩიხურა დისკვალიფიკაციის გამო ფეხბურთელებს არ მოისაკლისებს.

 

დინამო VS ჩიხურა – მსაჯი

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის IX ტურის შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი საჩხერის ჩიხურას წინააღმდეგ გამართავს, თორნიკე გვანცელაძე განსჯის. თორნიკე გვანცელაძეს ასისტენტობას ზაზა მენთეშაშვილი და ზაალ ბერულავა გაუწევენ. დამატებითი ასისტენტები გოგა კიკაჩეიშვილი და დავით სანოძე იქნებიან. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი არსენ ნონიკაშვილი შეასრულებს.

 

ჩიხურას სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში საჩხერელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

სომხიშვილი – ჩიკვაიძე, კაშია, ლომაშვილი, ჭელიძე – დათუნაშვილი, ბეჭვაია, დეკანოიძე, გაბედავა – წინამძღვრიშვილი, ტატანაშვილი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024