სიახლეები მთავარი / სიახლეები Prev 1 ... 1216 1217 1218 1219 1220 1221 1222 1223 1224 ... 1662 Next 8 თებერვალი2014 დინამოს ახალგაზრდები შეკრების შესახებ დინამოელები 2013-2014 წლების სეზონისთვის მზადებას განაგრძობენ. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მალხაზ ჟვანიამ ანთალიურ შეკრებაზე ბევრ ახალგაზრდა ფეხბურთელს უხმო. 19 წლის მარჯვენა მცველმა ოთარ კაკაბაძემ სამწუხაროდ პირველივე სპარინგში ტრავმა მიიღო და სამშობლოში მკურნალობს. 8 თებერვალი2014 მზადების მეცამეტე დღე 7 თებერვალს დინამოს მთავარმა მწვრთნელმა მალხაზ ჟვანიამ ფეხბურთელებს დასვენების საშუალება მისცა. თურქული შეკრების მეცამეტე დღეს კი დინამოელები ორ ვარჯიშს ჩაატარებენ. სასტუმრო ტიტანიკ დელუქსის სპორტულ მოედანზე გამართულ დილის ვარჯიშზე ძირითადი ყურადღება სისწრაფეებზე მუშაობას დაეთმო. 8 თებერვალი2014 ვლადიმერ მარღანია - 86 ჩვენი გუნდის ერთ–ერთი პირველი თაობის ლეგენდარული მეკარე, სპორტის დამსახურებული ოსტატი– ვლადიმერ მარღანია დღეს 86 წლის გახდებოდა. 6 თებერვალი2014 1:0 ჩერნომორეცთან დაუსრულებელ თამაშში თურქულ შეკრებაზე დინამოელთა მეოთხე მეოტოქე ევროპის ლიგის მონაწილე ოდესის ჩერნომორეცი გახლდათ. წინა შეხვედრასთან შედარებთ ჩვენი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ერთი ცვლილება განხორციელდა, პაპუნაშვილის ნაცვლად მოდებაძემ ითამაშა, რომელმაც ბოლო მატჩი მიკროტრავმის გამო გამოტოვა. 6 თებერვალი2014 მატჩის ორგანიზატორები ჩაშლილ შეხვედრაზე დინამო თბილისის რიგით მეოთხე ანთალიური სპარინგი ჩაიშალა. ოდესის ჩერნომორეცთან მიმდინარე მატჩის 65-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:0 გახლდათ ჩვენი გუნდის სასარგებლოდ / 54-ე წუთზე ძარია/ მეტოქე გუნდის შემადგენლობაში მოხდა ცვლილება. მოედანზე მოქმედი ფეხბურთელის ნაცვლად ერთ-ერთი მწვრთნელი სტეფან მატვიივი შევიდა.