• Geo
  • Eng
10.10.2013
დინამოელები 19–წლამდელთა ნაკრებში

საქართველოს 19–წლამდელთა ნაკრებმა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე სერბ თანატოლებს უმასპინძლა. ამხანაგური მატჩი ფრედ – 1:1 დასრულდა. მოზარდ ჯვაროსანთა ნაკრებში გამოძახებულ დინამოელთაგან სერბეთის ნაკრების წინააღმდეგ ოთარ კაკაბაძემ ითამაშა, რომელმაც მოედანზე 58 წუთი დაჰყო, ხოლო სამ დინამოელს – ტარიელ ხაინდრავას, სანდრო გურეშიძესა და ჭიაბერ ჭეჭელაშვილს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024