• Geo
  • Eng
04.10.2013
გამარჯვება სომხეთის ნაკრებთან

დღეს ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის მოედანზე გაიმართა ამხანაგური მატჩი. დინამოს აკადემიის U-14 გუნდმა პაატა გოცირიძის ხელმძღვანელობით, სომხეთის თხუთმეტწლამდე ნაკრებს უმასპინძლა და საინტერესო შეხვედრაში ანგარიშით 2:1 დაამარცხა მეტოქე. შეხვედრა ჩვენი გუნდის უპირატესობით დაიწყო, თუმცა ანგარიში სტუმრებმა გახსნეს 0:1. შეხვედრის მეორე ნახევარში კი ჩვენი გუნდის უპირატესობა გატანილ გოლებშიც აისახა. ნიკა ნინუამ თერთმეტმეტრიანით გაათანაბრა ანგარიში, ხოლო შეცვლაზე შესულმა გიორგი ლორიამ საფინალო ანგარიში დააფიქსირა. 2:1 დინამოს აკადემიის სასარგებლოდ.

 

დინამო U-14: გუგეშაშვილი, ქაფიანიძე, კიკალიშვილი, ჭურღულაშვილი, ცერცვაძე, ნინუა, კუცია, ჩაკვეტაძე, ჯიქია, კოკაია, თაგვაშვილი

შეცვლაზე შევიდნენ: ლორია, ბაგაშვილი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024