• Geo
  • Eng
24.09.2013
ხობის კოლხეთი VS დინამო თბილისის თორნიკე გვანცელაძე განსჯის

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი სტუმრად ხობის კოლხეთის წინააღმდეგ გამართავს, თორნიკე გვანცელაძე განსჯის. მას ასისტენტობას ზაზა ფიფია და დავით კვეტენაძე გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციას კი გიორგი დოგრაშვილი შეასრულებს.

 

ჩვენი გუნდის მონაწილეობით თორნიკე გვანცელაძემ უკანასკნელად მიმდინარე ჩემპიონატის მეორე ტურში იმსაჯა. გორში გამართული დილა 1:1 დინამოს მსვლელობისას შეხვედრის მთავარმა არბიტრმა გორელ და თბილისელ ფეხბურთელებს 2–2 ყვითელი ბარათი უჩვენა.

 

უკანასკნელი თამაში, რომელიც თორნიკე გვანცელაძემ იმსაჯა უმაღლესი ლიგის VI ტურში გამართული გურია 3:1 მეტალურგი არის. მატჩის მთავარმა არბიტრმა მასპინძლებს 4 ყვითელი ბარათი უჩვენა, 1 გაფრთხილება კი სტუმრებმა მიიღეს.

 

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის თორნიკე გვანცელაძის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

თორნიკე გვანცელაძე

===========================================

უმაღლესი ლიგა – 68 თამაში / 273 ყვითელი / 7 წითელი / 11 პენალტი

პირველი ლიგა – 11 თამაში / 49 ყვითელი / 2 წითელი / 4 პენალტი

საქართველოს თასი – 11 თამაში / 46 ყვითელი / 3 წითელი / 5 პენალტი

უეფა. ევროპა ლიგა. საკვალიფიკციო ეტაპი – 1 თამაში / 5 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი

ევროპის ჩემპიონატი. U-17 ელიტ–რაუნდი – 2 თამაში / 7 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

ევროპის ჩემპიონატი. U-21 საკვალიფიკაციო – 1 თამაში / 6 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024