სიახლეები მთავარი / სიახლეები Prev 1 ... 1180 1181 1182 1183 1184 1185 1186 1187 1188 ... 1601 Next 18 დეკემბერი2013 ჩვენი ფეხბურთი - მილანის ფესტივალის ლაურეატი გახდა კინორეჟისორ გოგი თორაძის დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით - ჩვენი ფეხბურთი, რომლის პრემიერაც კინოს სახლში 5 ივლისს შედგა და მას ჩვენი გუნდის ფეხბურთელებიც ესწრებოდნენ, იტალიის ქალაქ მილანში გამართული სპორტული ფილმების საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი გახდა. 18 დეკემბერი2013 უჩა სოსიაშვილი - დინამო 2-ის მთავარი მწვრთნელი დინამო თბილისის მეორე გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალგაზრდა სპეციალისტი, 1989 წლის 26 ივლისს დაბადებული უჩა სოსიაშვილი იმუშავებს. 18 დეკემბერი2013 ვლადიმერ ელოშვილი – 86 დღეს ქართული ფეხბურთის და დინამო თბილისის ერთ–ერთი გამორჩეული და ლეგენდარული ფეხბურთელის– ვლადიმერ ელოშვილის დაბადების დღეა. დღეს ჩვენი გუნდის კაპიტანი 86 წლის გახდებოდა. 18 დეკემბერი2013 მერანი – დინამოს აბდულა ბასლეჰლო განსჯის საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის XVIII ტურის შეხვედრას, რომელსაც დინამოელები სამტრედიაში მარტვილის საფეხბურთო კლუბის წინააღმდეგ გამართავენ, სირიელი არბიტრი, აბდულა ბასლეჰლო განსჯის, რომელსაც ასისტენტობას დ. ჩიგოგიძე და დ. კურტანიძე გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი ო. ხეცაძე შეასრულებს. 17 დეკემბერი2013 მერანი VS დინამო - ურთიერთშეხვედრები 19 დეკემბერს ეროვნული ჩემპიონატის XVIII ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი სტუმრად გამართავს. დინამო თბილისის მეტოქე მარტვილის მერანს იქნება. მატჩი 14:00 საათზე დაიწყება.