• Geo
  • Eng
22.08.2013
დინამომ და ტოტენჰემმა მატჩისწინა ვარჯიში გამართეს

ევროპის ლიგის ფლეი–ოფის პირველი შეხვედრის წინ დინამო არენაზე დინამომ და ტოტენჰემმა მატჩისწინა ვარჯიში გამართეს. ტოტენჰემ ჰოთსპურის ვარჯიში 18:30 საათზე დაიწყო და პირველი 15 წუთის შემდეგ ანდრე ვილაშ–ბოაშმა წვრთნა დახურულად გამოაცხადა. ჩვენმა ფეხბურთელებმა ვარჯიში 20:00 საათზე დაიწყეს. წვრთნას ჩვენი გუნდის ოფიციალური ფან–კლუბის წევრები – გლადიატორები ესწრებოდნენ, რომლეთაც ხვალინდელი მნიშვნელოვანი მატჩის წინ გუნდი ტრადიციული სიმღერებითა და შეძახილებით გაამხნევეს. 20:15 საათზე დუშან უჰრინმა დინამოელთა ვარჯიშიც დახურულად გამოაცხადა.

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024