სიახლეები მთავარი / სიახლეები Prev 1 ... 1207 1208 1209 1210 1211 1212 1213 1214 1215 ... 1666 Next 15 მარტი2014 დინამო vs მეტალურგი - მატჩამდე საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XXII ტურის შეხვედრას დინამო თბილისი საკუთარ კედლებში რუსთავის მეტალურგის წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება დინამო არენაზე 15:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ეთერს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი გადასცემს. ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდი ტრადიციულად მატჩის როგორც ტექსტურ, ასევე ვიდეო რეპორტაჟს შემოგთავაზებთ. 15 მარტი2014 დინამოსა და მეტალურგის შეხვედრას ლაშა სილაგავა განსჯის უმაღლესი ლიგის ოცდამეორე ტურის შეხვედრას, რომელსაც დინამო თბილისი თავის არენაზე რუსტავის მეტალურგის წინააღმდეგ გამართავს, ლაშა სილაგავა განსჯის. შეხვედრის მთავარ არბიტრს ასისტენტობას ლ. თოდრია და გ. ელიკაშვილი გაუწევენ. სათადარიგო მსაჯი ო. ხეცაძე იქნება. 15 მარტი2014 შოთა იამანიძე – 77 დღეს ქართული ფეხბურთის და დინამო თბილისის ერთ–ერთი გამორჩეული და ლეგენდარული ფეხბურთელის– შოთა იამანიძის დაბადების დღეა. ჩვენი ოქროს გუნდის კაპიტანი 77 წლის გახდებოდა 14 მარტი2014 დუბლები მნიშვნელოვანი მატჩისთვის ემზადებიან ორშაბათს 17 მარტს, ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის მინდორზე დუბლების ჩემპიონატის ცენტრალური შეხვედრა გაიმართება. ოცდამეორე ტურის მატჩში კახი გოგიჩაიშვილის შეგირდები რუსთავის მეტალურგის დუბლებს დაუპირისპირდებიან. 14 მარტი2014 დინამო VS მეტალურგი – ურთიერთშეხვედრები კვირას, 16 მარტს, ჩვენი გუნდი უმაღლესი ლიგის ოცდამეორე ტურის შეხვედრას თბილისში, რუსთავის მეტალურგის წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება დინამო არენაზე 15:00 საათზე დაიწყება.