• Geo
  • Eng
12.08.2013
დინამოს საფეხბურთო სკოლა აგრძელებს მიღებას

დინამოს საფეხბურთო სკოლა ფუნქციონირებს კლუბის საფეხბურთო აკადემიის ბაზაზე.

სკოლის მიზანია ხელი შეუწყოს მასობრივი ფეხბურთის განვითარებას და ჯანმრთელი თაობის აღზრდას, ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვას და მომავალ თაობებში ფეხბურთის პოპულარიზაციას.

დინამოს საფეხბურთო სკოლა ინფრასტრუქტურით (4 უმაღლესი ხარისხის პოლიტანის ფირმის სავარჯიშო მოედანი) საუკეთესოა საქართველოში.

დინამოს საფეხბურთო სკოლაში საწვრთნელ  კურსს მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები თანამედროვე სავარჯიშო  პროგრამით ახორციელებენ.

დინამოს საფეხბურთო სკოლის აღსაზრდელთა ფიზმომზადებაზე უცხოელი სპეციალისტი ზრუნავს.

დინამოს საფეხბურთო სკოლის მუშაობას, კლუბის აკადემიის ხელმძღვანელი გიორგი მინაშვილი უძღვება, რომელმაც A-ლიცენზია ინგლისში მიიღო და ბოლო 5 წლის მანძილზე წარმატებულად მოღვაწეობდა, ლონდონის  კრისტალ პალასის საფეხბურთო აკადემიაში, სადაც  სამწვრთნელო-სამენეჯერო გამოცდილება მიიღო.

 

დინამოს საფეხბურთო სკოლაში ფეხბურთელის მიღება იწარმოებს  6-დან 14 წლის ჩათვლით.

დინამოს საფეხბურთო სკოლაში, სწავლების ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 100 ლარს.

დინამოს საფეხბურთო სკოლაში მიღების წესი  გთხოვთ ანკეტა შეავსოთ და გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტით მისამართზე info@fcdinamo.ge                                         

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024