• Geo
  • Eng
06.08.2013
ბუქარესტში მყოფმა დინამოელებმა მორიგი ვარჯიში გამართეს

დღეს, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე, ბუქარესტის სტიაუას გენჩას სტადიონის საწვრთნელ მოედანზე, დინამოელებმა ვარჯიში ჩაატარეს. ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, დუშან უჰრინმა ფეხბურთელები მსუბუქად ავარჯიშა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისის დროით 21:45 საათზე დინამო თბილისი ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრას სტიაუას წინააღმდეგ გამართავს. ჩვენი კლუბის ოფიციალურ ვებ–გვერდი შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟს შემოგთავაზებთ.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024