სიახლეები მთავარი / სიახლეები Prev 1 ... 1270 1271 1272 1273 1274 1275 1276 1277 1278 ... 1666 Next 12 ნოემბერი2013 აკადემიის გუნდის მორიგი გამარჯვება დღეს, დინამო თბილისის საფეხბურთო აკადემიის 2002 წელს დაბადებულთა გუნდმა, რომლის მთავარი მწვრთნელიც ვლადიმერ გოჩაშვილი გახლავთ, თბილისის მერანი დიდი ანგარიშით 12:1 დაამარცხა. 12 ნოემბერი2013 ზედიზედ მეხუთე გამარჯვება საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის მეთერთმეტე ტურის შეხვედრაში დინამო–2 სტუმრად ხონის იმერეთს დაუპირისპირდა. მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით – 2:1 დასრულდა. მალხაზ ჟვანიას ხელმძღვანელობით დინამოელებმა ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგეს. 11 ნოემბერი2013 დრამატული, საინტერესო და ხარისხიანი ფეხბურთი ზესტაფონში უკანასკნელი წლების განმავლობაში, ქართულ საფეხბურთო სივრცეში ყველაზე საინტერესოდ და დაძაბულად “ზესტაფონი” – “დინამოს” დაპირისპირებები ითვლებოდა. რა მნიშვნელობის მატჩიც არ უნდა ყოფილიყო, ამ გუნდების დუელი ყოველთვის ყურადღების ცენტრში გახლდათ. 11 ნოემბერი2013 ზესტაფონი-დინამო 1:2 - ბოლო წუთის ფაქტორი ბოლო წლებია, "ზესტაფონისა" და "დინამოს" დაპირისპირება ყოველთვის დაძაბულად და თვალსასეიროდ მიმდინარეობს. წლეულსაც, მიუხედავად იმისა, რომ გუნდები სხვადასხვა განწყობით შეხვდნენ ჩემპიონატს (გავიხსენოთ "ზესტაფონში" არსებული გაურკვეველი ვითარება), პირველივე ტურში, თბილისში გამართულ შეხვედრაში, გადახალისებულმა "ზესტაფონმა" ქვეყნის ჩემპიონს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და მხოლოდ ბოლო წამებზე გაშვებული გოლის გამო დამარცხდა. 11 ნოემბერი2013 დინამო TV. ზესტაფონი 1:2 დინამო – მიმოხილვა უმაღლესი ლიგის მეთორმეტე ტურის შეხვედრა დინამომ ზესტაფონში, ადგილობრივი საფეხბურთო კლუბის წინააღმდეგ გამართა. დუშან უჰრინის შეგირდებმა ზესტაფონი 2:1 დაამარცხეს. დინამო TV დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართული დაპირისპირების მიმოხილვას გთავაზობთ.