• Geo
  • Eng
27.07.2013
სპორტულ ჟურნალისტთა საყურადღებოდ!

სამშაბათს, 30 ივლისს, 20.00 საათზე დინამო არენაზე გაიმართება უეფას ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი დინამო თბილისსა და ბუქარესტის სტიაუას შორის. მატჩზე აკრედიტაციის მიღების მსურველმა ჟურნალისტებმა გთხოვთ აკრედიტაციის მოთხოვნა, თქვენი რედაქციის სახელით გადმოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე press@fcdinamo.ge ან წერილობითი სახით მოიტანოთ დინამო არენის მედია დარბაზში, სადაც  29 ივლისს,  18.00 საათიდან  20.00 საათამდე  იწარმოებს აკრედიტაციების გაცემა.

 

მატჩის წინა დღის სავარაუდო გრაფიკი ასეთი გახლავთ:

 

18.30 დინამო თბილისის ვარჯიში / დინამო არენა / პირველი 15 წუთის შემდეგ ვარჯიში დაიხურება

 

19.30 დინამო თბილისის პრესკონფერენცია / დინამო არენის მედია დარბაზი /

 

19:50 ბუქარესტის სტიაუას პრესკონფერენცია / დინამო არენის მედია დარბაზი /

 

20.00  სტიაუა ბუქარესტის ვარჯიში / დინამო არენა / პირველი 15 წუთის შემდეგ ვარჯიში დაიხურება

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024