• Geo
  • Eng
27.07.2013
დინამოს ბაზის ტერიტორიაზე გამნაღმველები მუშაობენ

დღეს, დაახლოებით 17:10 წუთზე პატრულის წარმომადგენლებმა დინამო თბილისის ყველა თანამშრომელს დიღმის საწვრთნელი ბაზის ტერიტორიის დატოვება სთხოვეს. სავარაუდოდ მიზეზი ანონიმური სატელეფონო ზარი გახლდათ – ბაზის ტერიტორიაზე ნაღმის არსებობის შესახებ. დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ოპერატიულად მოვიდნენ განაღმვის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც ბაზის ტერიტორიაზე მუშაობენ. სამწუხაროდ ჩვენი გუნდი სრული შემადგენლობით ბაზის გარე პერიმეტრზე იმყოფება და 18:00 საათზე დანიშნული ვარჯიში, ჩაშლის საფრთხის ქვეშაა. ფეხბურთის გულშემატკივრებს მოახსენებათ, რომ ორიოდ დღეში დინამოელებს პრინციპული შეხვედრა ელით უეფას ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე.  დინამოელები 30 ივლისს, 20:00 საათზე ბუქარესტის სტიაუას მიიღებენ. ვიმედოვნებთ, რომ განაღვმის ოპერაცია მშვიდობიანად დასრულდება და საქმე ცრუ განგაშთან გვექნება. სამწუხაროა, რომ ჩვენ საზოგადოებაში არსებობენ მავნებლები, რომელთა ქმედების კვალიფიკაცია მინიმუმ, როგორც დინამოს წინააღმდეგ მიმართულ საბოტაჟად შეიძლება შეფასდეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024