• Geo
  • Eng
24.07.2013
დავით ხურცილავას და დარკო გლიშიჩის კომენტარები

ჩვენი გუნდის ახალწვეულმა, ამპლუით მარჯვენა მცველმა, დავით ხურცილამ დინამოს მაისურით თავისი სადებიუტო ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა. ტორსვოლურზე დასრულებული დაპირისპირების შემდეგ ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდი დავით ხურცილავს გაესაუბრა.

 

დავით ხურცილავა – დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობის მიღება თუ მომიწევდა, არ ველოდი. მინდორზე გასვლის წინ მწვრთნელის განსაკუთრებული მითითებები არ მოუცია. ვფიქრობ, მწვრთნელს დავალებების შესრულება შევძელით და შეხვედრა წარმატებით დავასრულეთ.

 

კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ დარკო გლიშიჩსაც, რომელმაც დღევანდელი მატჩის საფინალო რეზულტატი დააფიქსირა.

 

დარკო გლიშიჩი – კარგად ვითამაშეთ. სასიამოვნოა, რომ გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გაიარა. მოხარული ვარ, რომ დღეს გოლის გატანა მოვახერხე, ანგარიში 3:1 გახდა და სხვაობა კიდევ უფრო დამაჯერებელი გავხადეთ. წინ ბევრად რთული შეხვედრები გველის. მომდევნო ეტაპზე ბუქარესტის სტიაუას დავუპირისპირდებით. სტიაუა კარგი ისტორიისა და ტრადიციების მქონე გუნდია. მომდევნო ეტაპისთვის ჩვენ სათანადოდ მოვემზადებით. თითოეული ჩვენგანი მოედანზე შესაძლებლობების მაქსიმუმს გააკეთებს. ვფიქრობ, წინ ორი საინტერესო თამაში გველის.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024