• Geo
  • Eng
24.07.2013
ებ/სტრეიმური 1:3 დინამო თბილისი

დღეს, ტორსჰავნში, ეროვნულ სტადიონ ტორსვოლურზე გამართული შეხვედრა ჩვენი გუნდის გამარჯვებით – 3:1 დასრულდა. დინამოელებმა ფარერის კუნძულების ჩემპიონი – ებ/სტრეიმური ორი მატჩის ჯამში 9:2 დაამარცხეს და ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვეს.

 

ჩვენმა ფეხბურთელებმა ანგარიში დაპირისპირების დებიუტშივე გახსნეს. ებ/სტრეიმურის კარის მიმართულებით დანიშნული თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა დინამოს ესპანელმა ლეგიონერმა, ჩისკო მუნიოსმა – 1:0. აღსანიშნავია რომ ჩვენი გუნდის ისტორიაში ჩისკომ საიუბილეო გოლი გაიტანა, დინამოს ევროთასებზე გატანილ გოლთა რაოდენობა 200 გახდა. ანგარიშში სხვაობა მალევე გაიზარდა, დაპირისპირების მეთორმეტე წუთზე მეტოქის კარი ჯაბა დვალმა დალაშქრა – 2:0. მასპინძელთა ერთ–ერთი უიშვიათაგანეს შეტევას გოლი მოჰყვა, ანგარიშში სხვაობა ნილს პაულ დანიელსენმა შეამცირა – 2:1. დაპირისპირების 85–ე წუთზე მატჩის საფინალო რეზულტატი დარკო გლიშიჩმა დააფიქსირა, რომელმაც ულამაზესი გოლი გაიტანა – 3:1

 

შეგახსენებთ, რომ დინამოელები ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე რუმინულ სტიაუას დაუპირისპირდებიან, რომელთაც მაკედონიური ვარდარი ორი მატჩის ჯამში 5:1 დაამარცხეს. დინამოსა და სტიაუას შორის პირველი მატჩი 30 ივლისს, თბილისში, დინამო არენაზე გაიმართება.

ებ/სტრეიმური 1:3 დინამო თბილისი

გოლები: 0:1 ჩისკო 6’ (პენ.) 0:2 დვალი 12’ 1:2 დანიელსენი 27’ 1:3 გლიშიჩო 85’

 

ებ/სტრეიმური: ტორგარდი, გერტ ჰანსენი, იაკობსენი, ნილსენი (არნი ოლსენი 80’), დავიდსენი, დანიელსენი (ჰანუს ოლსენი 84’), ლევი ჰანსენი, ზაკარიასენი (ბრაიან ოლსენი 64’), იოჰანეს ჰანსენი, არნბიორნ ჰანსენი, ნიკლასენი

 

დინამო: ლორია, მერებაშვილი, პაპავა (გლიშიჩი 64’), ჩისკო (ვუო 65’), დვალი, უსტარიცი, გრიგალაშვილი, კვირკველია, ხმალაძე, კვარაცხელია, სეთურიძე (ხურცილავა 53’)

 

გაფრთხილება: ტორგარდი, იოჰანეს ჰანსენი – გრიგალაშვილი, პაპავა

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024