• Geo
  • Eng
18.07.2013
დინამო–2 მეტოქეები გაირკვა

საქართველოს პირველი ლიგის A და B ჯგუფები საბოლოოდ დაკომპლექტდა. დინამო–2 კვლავ A ჯგუფში ითამაშებს და მეტოქეები ფოთის კოლხეთი, ქობულეთის შუქურა, გაგრა, ტყიბულის მეშახტე, მარნეულის ალგეთი, ხონის იმერეთი, ოზურგეთის მერცხალი, წალენჯიხის სქური, ხარაგაული ჩხერიმელა, ბათუმის ადელი, თერჯოლა საპოვნელა, თელავი კახეთი და თამარაშენის ლიახვი იქნებიან.

შეიცვალა უმაღლესში გადასვლის წესიც. რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ A და B ჯგუფის ორი გამრჯვებული (სულ ოთხი გუნდი) უმაღლესი ლიგის ორ საგზურს გაითამაშებს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024