• Geo
  • Eng
12.06.2013
დარკო გლიშიჩის მორიგი სანაკრებო შეხვედრა

დინამო თბილისის მაკედონიელმა მარცხენაფლანგელმა, დარკო გლიშიჩმა, საკუთარი ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მორიგი მატჩი გამართა. მაკედონიელები გასვლით შეხვედრაში ნორვეგიელებს დაუპირისპირდნენ და მეტოქესთან – 0:2 დამარცხდნენ. დინამოელი დარკო გლიშიჩი მაკედონიის ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში იყო და 46–ე წუთზე, მაშინ როდესაც ანგარიში მასპინძელთა სასარგებლოდ – 1:0 იყო, დარკოს ნაცვლად მაკედონეილთა მთავარმა მწვრთნელმა მოედანზე ბლაგოია ლიამჩესვსკი გამოიყვანა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024