• Geo
  • Eng
12.05.2013
დუშან უჰრინის მატჩისშემდგომი კომენტარი

ივანწმინდაში გამართული ჩიხურა 2:4 დინამოს დასრულების შემდეგ, ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდისთვის კომენტარის გაკეთება დინამო თბილისის მთავარ მწვრთნელს, დუშან უჰრინს ვთხოვეთ.

დუშან უჰრინი – დღევანდელი თამაშის წინ შემადგენლობაში ცვლილებები გავაკეთეთ, თუმცა ძირითადი ბირთვი არ შეგვიცვლია. წინა მატჩი, რომელიც ივანწმინდაში ჩავატარეთ ვერ მოვიგეთ, აქედან გამომდინარე მიზანი დღევანდელი თამაშის მოგება იყო. მართალია დინამო უკვე ჩემპიონია და მოტივაციაც შედარებით ნაკლები იყო, თუმცა დღეს გუნდმა ხასიათი გამოავლინა და მორიგი სამი ქულა მოვიპოვეთ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024