სიახლეები მთავარი / სიახლეები Prev 1 ... 1315 1316 1317 1318 1319 1320 1321 1322 1323 ... 1666 Next 12 სექტემბერი2013 დინამო VS ზუგდიდი – ბილეთები ინტერნეტით 13 აგვისტოს, 18:00 საათზე, დინამო არენაზე საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის V ტურის შეხვედრას ზუგდიდის საფეხბურთო კლუბის წინააღმდეგ გამართავს. 12 სექტემბერი2013 დინამო TV - ჩხერიმელა VS დინამო–2 შეხვედრის მიმოხილვა დინამო TV ხარაგაულში გამართული ჩხერიმელა – დინამო–2 დაპირისპირების ვიდეომიმოხილვას გთავაზობთ. 12 სექტემბერი2013 დინამო–2 ხარაგაულის ჩხერიმელასთან დამარცხდა პირველი ლიგის A ჯგუფის მესამე ტურის შეხვედრაში დინამო–2 სტუმრად, ხარაგაულის ჩხერიმელას დაუპირისპირდა. მატჩის პირველი ნახევარი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და სახიფათო შეტევები როგორც ერთი, ისე მეორე გუნდის კართან ხშირად იქმნებოდა. დინამოელებმა პირველი ტაიმში რამდენჯერმე შორიდან სცადეს მეტოქის კარის აღება, 39–ე წუთზე კი თორნიკე ზარქუამ ურთულესი დარტყმულის მოგერიება მოახერხა. შეხვედრის პირველი ნახევარი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. 11 სექტემბერი2013 ვარჯიში დიღმის ბაზაზე სანაკრებო პაუზის შემდეგ ეროვნული ჩემპიონატი ჩვეულ რიტმს უბრუნდება, დინამოელები კი მომავალი ტურის შეხვედრისთვის მზადებას განაგრძობენ. ჩვენი გუნდი უმაღლესი ლიგის რიგით მეხუთე ტურის მატჩს შინ, დინამო არენაზე, ზუგდიდის საფეხბურთო კლუბის წინააღმდეგ გამართავს. დუშან უჰრინის გუნდი ზუგდიდელებთან თამაშისთვის დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ემზადებიან. დინამო TV დღევანდელი წვრთნის ვიდეორეპორტაჟს გთავაზობთ. 11 სექტემბერი2013 13 სექტემბერი დინამოს ისტორიაში ეროვნული ჩემპიონატის V ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი 13 სექტემბერს საკუთარ მოედანზე, ზუგდიდის საფეხბურთო კლუბის წინააღმდეგ გამართავს. დინამოელებს 13 სექტემბერს 12 ოფიციალური მატჩი ( 1 ეროვნულ ჩემპიონატში, 3 ევროასპარეზზე, 8 სსრკ პირველობაზე ) აქვთ გამართული, საიდანაც ჩვენმა გუნდმა 6 შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა, 3 მატჩი საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა, 3 თამაში კი მეტოქემ მოიგო.