• Geo
  • Eng
11.05.2013
12 მაისი დინამოს ისტორიაში

კვირას 12 მაისს, ივანცმინდის ცენტრალურ სტადიონზე, საქართველოს ჩემპიონატის ოცდამეთერთმეტე ტურის მატჩში საჩხერის ჩიხურა დინამო თბილისს უმასპინძლებს. შეხვედრა 17.00 საათზე დაიწყება.

ეროვნულ ასპარეზზე დინამომ 12 მაისს ექვსი მატჩი ჩაატარა. აქედან ოთხში იმარჯვა, ერთი ყაიმით დაასრულა და ერთშიც დამარცხდა. ბურთების ბალანსი 13/3. 1991 წელს ჩვენ გუნუდს ხობის კოლხეთთან 3-0 მოგება ჩაეთვალა. 1998 წელს დინამომ ლანჩხუთის გურიას ექვსი უპასუხო ბურთი გაუტანა. ხომერიკმა და მუჯირმა დუბლი შეასრულეს. თითო გოლი დიდავამ და აშვეთიამ გაიტანა. 2001 წელს გაბიდაურის და მიქაძის გოლებით დინამომ ფოთში ადგილობრივ კოლხეთს 2-1 აჯობა. მომდევნო წელს თბილისური დერბი ლოკომოტივთან უგოლოდ დასრულდა. 2007 წელს ჩვენმა გუნდმა იაშვილის გოლით 1-0 ვიტ ჯორჯია დაამარცხა. შარშან თბილისელები ფოთს ესტუმრნენ და 1-2 დამარცხდნენ. გოლი იობაშვილმა საკუთარ კარში გაიტანა.

12 მაისს სსრკ- ს ჩემპიონატში თბილისელებმა ასევე ექვსი მატჩი გამართეს. ორი თამაში ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა. ერთხელ ფრე ვიტამაშეთ და სამჯერ დავმარცხდით. ბურთების ბალანსია 7/9. 1938 წელს დინამომ მოსკოვის ლოკომოტივს უმასპინძლა და ორი უპასუხო ბურთით დაამარცხა. გოლები ბერეჟნოის და ბერძენიშვილის ანგარიშზეა. ერთი წლის შემდეგ მოსკოველ სეხნიებს ვაჯობეთ 4-1. აღსანიშნავია, რომ ოთხი გოლიდან ორი ჯეჯელავამ გაიტანა მოსკოველთა კარში, ორიც კი რიომინმა თავად გაუტანა მედვედევს. კიდევ ერთი წლის შემდეგ მტკვრისპირელებმა სახალხო გუნდ უმასპინძლეს და 1-2 დამარცხდნენ. გოლი ხაბედიას ანგარიშზეა. 1949 წელს მოსკოვში ცსკა- მ გვაჯობა ორი უპასუხო ბურთით. 1953 წელს მოსკოვის ლოკომოტივმა გვიმასპინძლა და 4-2 დაგვამარცხა. თბილისელთაგან გოლების გატანა ღოღობერიძემ და გაგნიძემ მოახერხეს. 1982 წელს მატჩი დნეპროპეტროვსკში ადგილობრივ დნეპრთან უგოლოდ 0-0 დასრულდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024