• Geo
  • Eng
16.04.2013
დინამოელები 19–წლამდელთა ნაკრებში

საქართველოს 19–წლამდელთა ნაკრები პორტუგალიის ქალაქ პორტუში 20–28 აპრილს საერთაშორისო ამხანაგურ ტურნირში მიიღებს მონაწილეობის. მოზარდი ჯვაროსნები პორტუგალიის, რუსეთის და სერბეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებენ. ჩვენი გუნდიდან 19–წლამდელთა გუნდში ბუდუ ზივზივაძე არის გამოძახებული. ნაკრების სამედიცინო შტაბში კი დინამოს დუბლშემადგენლობის ექიმს – დავით ზაქარაძეს უხმეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024