სიახლეები მთავარი / სიახლეები Prev 1 ... 1324 1325 1326 1327 1328 1329 1330 1331 1332 ... 1661 Next 13 აგვისტო2013 პატარა დინამოელებმა გალათასარაის 4:1 მოუგეს თურქეთის ქალაქ ანთალიაში მიმდინარე ლუკოილის ბავშვთა ჩემპიონთა თასის გათამაშებაზე დინამოს აკადემიის 2001 წელს დაბადებულთა გუნდმა, რომლის მთავარი მწვრთნელიც სულიკო დავითაშვილია, პირველი თამაში გამართა და თურქულ გალათასარაის 4:1 მოუგო. 13 აგვისტო2013 გიორგი მერებაშვილი ტურის სიმბოლურში სპორტული გამოცემა ლელო ტრადიციულად ტურის შემდეგ, უმაღლესი ლიგის სიმბოლურ გუნდს ასახელებს. საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტურის გამორჩეულ ფეხბურთელთა თერთმეტეულში ლელომ გიორგი მერებაშვილი შეიყვანა. 12 აგვისტო2013 დინამოს საფეხბურთო სკოლა აგრძელებს მიღებას დინამოს საფეხბურთო სკოლა ფუნქციონირებს კლუბის საფეხბურთო აკადემიის ბაზაზე. სკოლის მიზანია ხელი შეუწყოს მასობრივი ფეხბურთის განვითარებას და ჯანმრთელი თაობის აღზრდას, ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვას და მომავალ თაობებში ფეხბურთის პოპულარიზაციას. 12 აგვისტო2013 ჩისკო – 50 უმაღლესი ლიგის საიუბილეო გათამაშების პირველი ტურის შეხვედრა დინამომ საკუთარ მოედანზე გამართა და ზესტაფონის საფეხბურთო კლუბს 2:1 სძლია. მატჩის საფინალო ანგარიში დინამოს ესპანელმა ლეგიონერმა, ჩისკო მუნიოსმა დააფიქსირა და დინამოს მაისურით სხვა და სხვა გათამაშებაში მეტოქეთა კარში გატანილი გოლების რაოდენობა 50–მდე გაზარდა. დინამოს მაისურით ჩისკომ თავისი პირველი გოლი 2011 წლის 21 ივლისს, უეფას ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, უელსური ლანელის კარში გაიტანა. 11 აგვისტო2013 დინამო TV - დინამო 2:1 ზესტაფონი მატჩის მიმოხილვა დინამო TV ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრის დინამო 2:1 ზესტაფონი მატჩის მიმოხილვას გთავაზობთ