• Geo
  • Eng
16.04.2013
ზუგდიდი vs დინამო – ურთიერთშეხვედრები

19 აპრილს საქართველოს ჩემპიონატის ოცდამერვე ტურში დინამო თბილისი ზუგდიდს დაუპირისპირდება. აქამდე დინამო თბილისი ზუგდიდურ კლუბებს ოცდაჩვიდმეტჯერ შეხვედრია. ამ თამაშებში თბილისელებმა ოცდაექვსჯერ იმარჯვეს, შვიდი შეხვედრა ფრედ დასრულდა, ოთხჯერ კი გამარჯვება ზუგდიდელებს დარჩათ. ბურთების შეფარდებაც შესაბამისად 96/27 დინამოს სასარგებლოდ. სხადასხვა დროს თბილისელთა წინააღმდეგ იასპარეზეს ოდიშმა, დინამომ, მგლებმა და ბაიამ. ამ ჯერზე კი მტკვრისპირელებს სკ ზუგდიდი დაუპირისპირდება. დიდი ანგარიშით დინამომ თორმეტჯერ იმარჯვა. ამათგან აღსანიშნავია გამარჯვება 1992 წელს, როდესაც თბილისელებმა მეტოქეს 7–2 მოუგეს. დინამომ ზუგდიდელი ოპონენტი სამჯერ დაამარცხა ანგარიშით 5–0. შესაბამისად 1994, 1997 და 1999 წლებში. 2009 წლის 19 სექტემბერს ჩვენმა გუნდმა ანგარიშით 6–0 იმარჯვა. 2012 წელს 26 თებერვალს, ოცდამეერთე ტურში დინამო არენაზე გამართული მატჩი ანგარიშით 5–1 დასრულდა და ასევე 2012 წლის 20 მაისს თბილისელებმა საკუთარ მინდორზე 6–1 დაჯაბნეს მოწინააღმდეგე.

ამ გუნდების ბოლო შეხვედრა, რომელიც თბილისში 9 მარტს გაიმართა, დინამოელთა გამარჯვებით 3–0 დასრულდა. აღნიშნულ შეხვედრაში გოლების გატანა ჯაბა დვალმა და ჩისკო მუნიოსმა და მიკელ ალვარომ მოახერხეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024