• Geo
  • Eng
15.04.2013
დუბლების გამარჯვება დილასთან

დღეს გაიმართა დუბლების ჩემპიონატის XXVIII ტურის შეხვედრა, რომელშიც დინამოს სარეზერვო გუნდმა გორის დილას დუბლებს უმასპინძლა. მატჩი დიღომში დინამოს ბაზაზე გაიმართა. შეხვედრა ვასილ მაისურაძის შეგირდების გამარჯვებით, ანგარიშით 2–0 დასრულდა. ანგარიში შეხვედრის დებიუტში მე– 3 წუთზე ბუდუ ზივზივაძემ გახსნა. მეორე ტაიმში საბოლოო ანგარიში კი ვაჟა მათიაშვილმა 78– ე წუთზე დააფიქსირა. 2–0 დინამოს სასარგებლოდ. ამ მოგების შემდეგ დინამომ 62 ქულა დააგროვა და ერთპიროვნულად ლიდერობს სატურნირო ცხრილში.

დინამო 2:0 დილა

დინამო: ზარქუა, კაკაბაძე, გველესიანი, თევზაძე (მელიქიძე 35), სამხარაძე (მურუსიძე 77), ჭეჭელაშვილი, გოროზია (კიტოვანი 46), ლობჟანიძე (მაჭავარიანი 75), პაპუნაშვილი, მურცხვალაძე (მათიაშვილი 75), ზივზივაძე

დილა: მამალაძე, ტიტვინიძე, ლომიძე, გაგნიძე, ჯიშკარიანი, ხორგუაშვილი, აბურჯანია, ნოზაძე, გოგინაშვილი, ლომიძე, არაბული

გოლი: 1:0 ზივზივაძე 3’ 2:0 მათიაშვილი 78’

გაფრთხილება: მურცხვალაძე 22’ გველესიანი 30’ კიტოვანი 70’

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024