• Geo
  • Eng
14.04.2013
მწვრთნელები ზესტაფონი – დინამოს აფასებენ

ზესტაფონი 0:1 დინამოს დასრულების შემდეგ, ტრადიციული მატჩისშემდგომი პრეკონფერენცია გაიმართა.

 

დუშან უჰრინი – ჩვენთვის რთული თამაში იყო, ვინაიდან ვიცოდით, რომ გორის დილამ მოიგო. ჩვენ არ გვქონდა შეცდომის დაშვების უფლება და მაქსიმალურად ფრთხილად ვთამაშობდით. დღევანდელი მატჩის ბედი კი ერთმა ზუსტმა დარტყმამ გადაწყვიტა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა – საქართველოში რთული ჩემპიონატია. მე ამაყი ვარ ჩემი ფეხბურთელების გარჯით. ყველა მზად იყო დღევანდელი თამაშის მოსაგებად და მათ ყველაფერი გააკეთეს.

 

კახა კაჭარავა – ვერ ვიტყვი რომ კარგად ვთამაშეთ. დაძაბული თამაში იყო. მას შემდეგ რაც ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპი დაიწყო, შეხვედრა არ მოგვიგია. რა თქმა უნდა, არის შეცდომები, თამაშის ხარისხი დასახვეწია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024