• Geo
  • Eng
13.04.2013
ზესტაფონი – დინამოს აბდულა ბასლეჰლო განსჯის

ეროვნული ჩემპიონატის XXVII ტურის შეხვედრას, რომელსაც დინამოელები ზესტაფონში, ადგილობრივი საფეხბურთო კლუბის წინააღმდეგ გამართავს, სირიელი მსაჯი, აბდულა ბასლეჰლო განსჯის.

 

სირიელი არბიტრისთვის სადებიუტო მატჩი საქართველოს ჩემპიონატში გასული წლის 13 ნოემბერს, პირველ ლიგაში გამართული სასკო 7:2 მეშახტე იყო.

 

ბოლო შეხვედრა, რომელის აბდულა ბასლეჰლომ განსაჯა უმაღლესი ლიგის ქვედა ექვსეულში გამართული კოლხეთი 1:1 დინამო ბათუმი არის, სადაც მატჩის მონაწილე ფეხბურთელებს 9 ყვითელი და ერთი წითელი ბარათი უჩვენა.

 

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის, აბდულა ბასლეჰლოს მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

 

აბდულა ბასლეჰლო

დაბადების თარიღი: 1976 წლის 8 მარტი

===========================================

უმაღლესი ლიგა - 3 თამაში / 18 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი

პირველი ლიგა - 5 თამაში / 19 ყვითელი / 1 წითელი / 4 პენალტი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024