• Geo
  • Eng
10.04.2013
მწვრთნელები დინამო – გურიას აფასებენ

დინამო არენაზე გამართული სათასო დაპირისპირების დასრულების შემდეგ, ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გაიმართა.

 

დუშან უჰრინი – დღევანდელი თამაშით კმაყოფილი ვერ ვიქნები. გუნდში 22 ფეხბურთელი გვყავს და მეტ–ნაკლები სათამაშო დრო მინდა ყველას მივცე. დღეს პირვლად ითამაშა ემანულ მენდიმ. ჩვენი გუნდი ორ ფრონტზე იბრძვის, შესაბამისად დღევანდელი მატჩის წინ ძალების გადანაწილება მოგვიწია. ვფიქრობ, რომ თამაში მაყურებლისთვის კარგი გამოდგა. გურიამ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ველოდებით, რომ მომდევნო სეზონში უმაღლეს ლიგაშიც ითამაშებს.

 

თემურ ლორია – პირველ რიგში დინამოს ვულოცავ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებ. მიუხედავად იმისა რომ თასის გათამაშებას გამოვეთიშეთ, მინდა ვთქვა, რომ ჩემმა გუნდმა დღეს ღირსეულად ითამაშა. მადლობა მინდა გადავუხადო იმ გულშემატკივრებს, რომლებმაც ამხელა გზა გამოიარეს ჩვენი გუნდის მხარდასაჭერად. სასიამოვნოა, რომ დინამომ პირველ შეხვედრაშიც და ახლაც სათანადოდ დაგვაფასა. ვფიქრობ, რომ დინამო თბილისი წარმატებისკენ მიმავალ გზას ადგას და თასის გათამაშებაზე უმთავრეს ფავორიტად სწორედ თბილისელებს მივიჩნევ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024