• Geo
  • Eng
09.03.2013
დინამო 3:0 ზუგდიდი

ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის პირველი შეხვედრა დინამოელებმა საკუთარ მოედანზე, ზუგდიდის წინააღმდეგ გამართეს. დუშან უჰრინის გუნდმა მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა. თბილისელმა ფეხბურთელებმა ანგარიში მატჩის 42–ე წუთზე გახსნეს. მეტოქე გუნდის დაცვის შეცდომით, ჩისკომ ისარგებლა და საკუთარი გუნდი დააწინაურა – 1:0. შეხვედრის 64–ე წუთზე ანგარიშში სხვაობა ორამდე გაიზარდა, მიკელ ალვაროს შორეული დარტყმა და ბურთი ზუგდიდის კარის ბადეში გაეხვა – 2:0. საფინალო ანგარიში 73–ე წუთზე დაფიქსირდა, ჩისკოს დარტყმულს მიმართულება ჯაბა დვალმა შეუცვალა – 3:0 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ.

დინამო თბილისი 3:0 ზუგდიდი

გოლები:

1:0 ჩისკო 42’

2:0 მიკელ ალვარო 64’

3:0 დვალი 73’

დინამო: ლორია, ძარია, კვარაცხელია, მერებაშვილი, ალვარო (კოტო 77’), ჩისკო (ტატანაშვილი 82’), დვალი, შაშიაშვილი, მილხრაუმი (ხმალაძე 82’), უსტარიცი, გრაიციარი

ზუგდიდი: ძაგანია, აკობია, სიხარულია (ხუბუა 58’), ლომია (ფარჯიკია 74’), აფაქიძე, ონიანი, წურწუმია, აქუბარდია, გუგუჩია (ეხვაია 69’), შონია, კუკავა

გაფრთხილება: ონიანი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024