სიახლეები მთავარი / სიახლეები Prev 1 ... 1342 1343 1344 1345 1346 1347 1348 1349 1350 ... 1666 Next 28 ივლისი2013 ჩვენი მეტოქე – ბუქარესტის სტიაუა 30 ივლისს, ჩვენი გუნდი ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას შინ დინამო არენაზე, რუმინეთის ჩემპიონის – ბუქარესტის სტიაუას წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და ჩვენი გუნდის ოფიციალურ ვებ–გვერდი შემოგთავაზებთ აღნიშნული მატჩის როგორც ტექსტურ, ასევე ვიდეო LIVE-ს. 27 ივლისი2013 სპორტულ ჟურნალისტთა საყურადღებოდ! სამშაბათს, 30 ივლისს, 20.00 საათზე დინამო არენაზე გაიმართება უეფას ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი დინამო თბილისსა და ბუქარესტის სტიაუას შორის. მატჩზე აკრედიტაციის მიღების მსურველმა ჟურნალისტებმა გთხოვთ აკრედიტაციის მოთხოვნა, თქვენი რედაქციის სახელით გადმოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე press@fcdinamo.ge ან წერილობითი სახით მოიტანოთ დინამო არენის მედია დარბაზში, სადაც 29 ივლისს, 18.00 საათიდან 20.00 საათამდე იწარმოებს აკრედიტაციების გაცემა. 27 ივლისი2013 დუბლები ლოკომოტივთან დამარცხდნენ დღეს, ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს საფეხბურთო აკადემიის მოედანზე დინამოს დუბლებმა თბილისის ლოკომოტივს უმასპინძლეს. ვასილ მაისურაძის გუნდი მეტოქესთან მინიმალური სხვაობით – 2:3 დამარცხდა. 27 ივლისი2013 დინამომ ვარჯიში დაგვიანებით დაიწყო დინამოს დიღმის საწვრთნელ ბაზაზე გამნაღმველებმა მუშაობა დაასრულეს და გუნდს ბაზის ტერიტორიაზე შესვლის უფლება მისცეს. დაგეგმილი 18 საათის ნაცვლად დინამოელებმა ვარჯიში 18 საათსა 35 წუთზე დაიწყეს. 27 ივლისი2013 დინამოს ბაზის ტერიტორიაზე გამნაღმველები მუშაობენ დღეს, დაახლოებით 17:10 წუთზე პატრულის წარმომადგენლებმა დინამო თბილისის ყველა თანამშრომელს დიღმის საწვრთნელი ბაზის ტერიტორიის დატოვება სთხოვეს. სავარაუდოდ მიზეზი ანონიმური სატელეფონო ზარი გახლდათ – ბაზის ტერიტორიაზე ნაღმის არსებობის შესახებ.