• Geo
  • Eng
07.03.2013
დინამო vs ზუგდიდი – ურთიერთშეხვედრები

9 მარტს საქართველოს ჩემპიონატის გათამაშება განახლდება. მეორე ეტაპის პირველ შეხვედრას დინამო თბილისი საკუთარ არენაზე ზუგდიდის წინააღმდეგ გამართავს. ოცდამესამე ტურის მატჩი შაბათს 15.00 საათზე დაიწყება. აქამდე დინამო თბილისი ზუგდიდურ კლუბებს ოცდათექვსმეტჯერ შეხვედრია. ამ თამაშებში თბილისელებმა ოცდახუთჯერ იმარჯვეს, შვიდი შეხვედრა ფრედ დასრულდა, ოთხჯერ კი გამარჯვება ზუგდიდელებს დარჩათ. ბურთების შეფარდებაც შესაბამისად 93/27 დინამოს სასარგებლოდ. სხადასხვა დროს თბილისელთა წინააღმდეგ იასპარეზეს ოდიშმა, დინამომ, მგლებმა და ბაიამ. ამ ჯერზე კი მტკვრისპირელებს სკ ზუგდიდი დაუპირისპირდება. დიდი ანგარიშით დინამომ თორმეტჯერ იმარჯვა. ამათგან აღსანიშნავია გამარჯვება 1992 წელს, როდესაც თბილისელებმა მეტოქეს 7–2 მოუგეს. დინამომ ზუგდიდელი ოპონენტი სამჯერ დაამარცხა ანგარიშით 5–0. შესაბამისად 1994, 1997 და 1999 წლებში. 2009 წლის 19 სექტემბერს ჩვენმა გუნდმა ანგარიშით 6–0 იმარჯვა. 2012 წელს 26 თებერვალს, ოცდამეერთე ტურში დინამო არენაზე გამართული მატჩი ანგარიშით 5–1 დასრულდა და ასევე 2012 წლის 20 მაისს თბილისელებმა საკუთარ მინდორზე 6–1 დაჯაბნეს მოწინააღმდეგე.

ამ გუნდების ბოლო შეხვედრა, რომელიც თბილისში 15 დეკემბერს გაიმართა, დინამოელთა გამარჯვებით 2–0 დასრულდა. აღნიშნულ შეხვედრაში გოლების გატანა ჯაბა დვალმა და ჩისკო მუნიოსმა მოახერხეს.

9 მარტს მტკვრისპირელებმა მხოლოდ ერთხელ ითამაშეს. სსრკ– ს პირველობაზე 1986 წელს დინამომ მინსკელ სეხნიებს უმასპინძლა. სულაქველიძისა და გაზაევის გოლებით თბილისელებმა 2–1 დაამარცხეს მეტოქე.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024