სიახლეები მთავარი / სიახლეები Prev 1 ... 1342 1343 1344 1345 1346 1347 1348 1349 1350 ... 1666 Next 25 ივლისი2013 დინამო VS სტიაუას შეხვედრას რობერტ შორგენჰოფერი განსჯის ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირვე შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი დინამო არენაზე ბუქარესტის სტიაუას წინააღმდეგ გამართავს რობერტ შორგენჰოფერი განსჯის. ავსტრიელ მსაჯს თანამემამულე როლანდ ბრანდერი და მატიას ვინსაუერი დაეხმარებიან. მეოთხე მსაჯი ასევე ავსტრიელი – კრისტიან დინტარი იქნება. 25 ივლისი2013 დინამოში რუმინელი ფეხბურთელი ვარჯიშობს დღეს, ფარერის კუნძულებიდან დაბრუნებულმა დინამოელებმა, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე დილის ვარჯიში გამართეს. დუშან უჰრინის შეგირდებთან ერთად ივარჯიშა 29 წლის რუმინელმა ნახევარმცველმა – დორინ გოგამ, რომელმაც ბოლო სეზონი ჰაპოელ რამათ განში გაატარა. 24 ივლისი2013 დინამო TV – ებ/სტრეიმური 1:3 დინამო [მიმოხილვა] დინამო თბილისმა ტორსვოლურის სტადიონზე ებ/სტრეიმური ორბურთიანი სხვაობით – 3:1 დაამარცხა. დინამო TV შეხვედრის მიმოხილვას გთავაზობთ. 24 ივლისი2013 დინამო VS სტიაუა – ბილეთების გაყიდვა დაიწყო 30 ივლისს, 20:00 საათზე, დინამო არენაზე დინამო თბილისი ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას ბუქარესტის სტიაუას წინააღმდეგ გამართავს. 24 ივლისი2013 დავით ხურცილავას და დარკო გლიშიჩის კომენტარები ჩვენი გუნდის ახალწვეულმა, ამპლუით მარჯვენა მცველმა, დავით ხურცილამ დინამოს მაისურით თავისი სადებიუტო ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა. ტორსვოლურზე დასრულებული დაპირისპირების შემდეგ ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდი დავით ხურცილავს გაესაუბრა.