• Geo
  • Eng
13.02.2013
თურქული შეკრების ბოლო მატჩი

თურქული შეკრების უკანასკნელი სპარინგ შეხვედრა დინამოელებმა ლუგანსკის ზარიასთან გამართეს. თბილისელი ფეხბურთელები მეტოქესთან 0:4 დამარცხდნენ. დუშან უჰრინმა დღევანდელ შეხვედრაში შემდეგი შემადგენლობა ათამაშა:

ლორია, მენდი (რეხვიაშვილი 84’), კვარაცხელია, შაშიაშვილი, მილხრაუმი (სეთურიძე 65’), ალვარო (კოტო 80’), ხმალაძე (პაპავა 46’), ძარია (გრაიციარი 46’), მერებაშვილი, ჩისკო, დვალი (ტატანაშვილი 65’)

ზარიასთან სპარინგში მონაწილეობა არ მიუღიათ ლევან ტყეშელაშვილს, თორნიკე ზარქუას, ლაშა შინდაგორიძეს, დავით ხოჭოლავას, ნიკა დიასამიძეს, დარკო გლიშიჩს, გიორგი გველესიანს, ჯაბა ჯიღაურს და უსტარიცს

დინამოელები ხვალ ერთ ვარჯიშს გამართავენ და საღამოს სამშობლოში გამოემგზავრებიან.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024