• Geo
  • Eng
12.02.2013
დინამოს სლოვაკი ნახევარმცველი შეურთდა

თბილისის დინამოს  29 წლის სლოვაკი შემტევი ნახევარმცველი – პეტერ გრაიციარი შეუერთდა. რომელმაც მიმდინარე საფეხბურთო სეზონის პირველი ნახევარი ჩეხეთის საუკეთესო კლუბში, პრაღის სპარტაში გაატარა.

სამშობლოში წარმატებული კარიერის შემდეგ 2008 წელს პეტერი პრაღის სლავიაში ჩაირიცხა, სადაც ორი წელიწადი დაჰყო. პირველივე სეზონში გუნდთან ერთად ჩეხეთის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. საერთო ჯამში კი 37 ჩატარებულ თამაშში 14 გოლი გაიტანა. 2010/2011 წლების სეზონში პეტერმა თურქული სუპერლიგის ქონიასპორში გაატარა – 26 მატჩში, 7 გოლი გაიტანა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 2011 წელს კი იგი კვლავ დაბრუნდა პრაღაში, ამჯერად სპარტაში სათამაშოდ – 28 შეხვედრა, 5 გატანილი ბურთი.

პეტერ გრაიციარმა სლოვაკეთის ეროვნულ ნაკრებში სამი მატჩი ითამაშა და ბოსნიასთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში გატანილი გოლითაც გამოირჩა.

პეტერ გრაიციარი - ვიცი, რომ დინამო საუკეთესო და დიდი გუნდია საქართველოში. ინტერნეტით, კლუბის ოფიციალური საიტით ინფორმირებული ვარ, რომ გასულ სეზონში გარკვეული ჩავარდნა იყო. წელს კი გუნდი პირველ ადგილზეა. დინამო შემტევ ფეხბურთს თამაშობს. ყველაფერს გავაკეთებ, მაქსიმუმს გავიღებ,  თავს დავდებ, რომ დინამო ჩემპიონი გახდეს. დღეს პირველად ვივარჯიშე დინამოსთან ერთად და ნათლად დავინახე, რომ გუნდში კარგი ფეხბურთელები არიან შეკრებილნი.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024