სიახლეები მთავარი / სიახლეები Prev 1 ... 1342 1343 1344 1345 1346 1347 1348 1349 1350 ... 1666 Next 26 ივლისი2013 დინამო TV-ს თვალით დანახული ფარერის კუნძულები 23 ივლისს ჩვენმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრა სტუმრად, ფარერის კუნძულების დედაქალაქ ტორსჰავნში გამართა, რომელშიც დინამომ მეტოქე ებ/სტრეიმური 3:1 დაამარცხა. 26 ივლისი2013 დინამო თბილისი რუმინული კლუბების წინააღმდეგ 30 ივლისს, ჩვენი გუნდი ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას შინ, დინამო არენაზე, ბუქარესტის სტიაუას წინააღმდეგ გამართავს. რუმინული გუნდების წინააღმდეგ დინამოელებს 22 (4 ოფიციალური და 18 ამხანაგური) შეხვედრა აქვთ ჩატარებული. ურთიერთშეხვედრებში უპირატესობას თბილისური გუნდი ფლობს – 12 მოგება, 6 ფრე და 4 მარცხი. ბურთების შეფარდება 46:24–ზე არის. 25 ივლისი2013 დინამო VS სტიაუას შეხვედრას რობერტ შორგენჰოფერი განსჯის ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირვე შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი დინამო არენაზე ბუქარესტის სტიაუას წინააღმდეგ გამართავს რობერტ შორგენჰოფერი განსჯის. ავსტრიელ მსაჯს თანამემამულე როლანდ ბრანდერი და მატიას ვინსაუერი დაეხმარებიან. მეოთხე მსაჯი ასევე ავსტრიელი – კრისტიან დინტარი იქნება. 25 ივლისი2013 დინამოში რუმინელი ფეხბურთელი ვარჯიშობს დღეს, ფარერის კუნძულებიდან დაბრუნებულმა დინამოელებმა, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე დილის ვარჯიში გამართეს. დუშან უჰრინის შეგირდებთან ერთად ივარჯიშა 29 წლის რუმინელმა ნახევარმცველმა – დორინ გოგამ, რომელმაც ბოლო სეზონი ჰაპოელ რამათ განში გაატარა. 24 ივლისი2013 დინამო TV – ებ/სტრეიმური 1:3 დინამო [მიმოხილვა] დინამო თბილისმა ტორსვოლურის სტადიონზე ებ/სტრეიმური ორბურთიანი სხვაობით – 3:1 დაამარცხა. დინამო TV შეხვედრის მიმოხილვას გთავაზობთ.