• Geo
  • Eng
04.02.2013
დინამო მეორე შეკრებაზე მიემგზავრება

დინამოელები ხვალ დილით თურქეთში გაემგზავრებიან და მეორე ანთალიური შეკრებაც დაიწყება, რომელიც 15 თებერვლამდე გასტანს.  შეკრებაზე  22 ფეხბურთელი გაემგზავრება:   თორნიკე ზარქუა, ლევან ტყეშელაშვილი, ჯაბა დვალი, გიორგი გველესიანი, გივი კვარაცხელია,   გიორგი შაშიაშვილი, გიორგი სეთურიძე, ჯაბა ჯიღაური, ლევან ხმალაძე, გიორგი რეხვიაშვილი, ნიკა დიასამიძე, დავით ხოჭოლავა, დიმიტრი ტატანაშვილი, გიორგი პაპავა, გიორგი მერებაშვილი, ლაშა შინდაგორიძე, ემანუელ მენდი, პატრიკ მილხრაუმი, დარკო გლიშიჩი, ჩისკო, კარლეს კოტო და მიკელ ალვარო.  ვორსკლასთან სპარინგში  მიღებული ტრავმის გამო მოუწევს მეორე შეკრების გამოტოვება ოთარ ხიზანეიშვილს. გიორგი ლორია და ირაკლი ძარია დინამოს, საქართველო-ალბანეთის ამხანაგური მატჩის შემდეგ  7 თებერვალს თურქეთში შეუერთდებიან. ანთალიაში დინამოელები  პრესტიჟულ სასტუმრო   Mardan Palace–ში იცხოვრებენ. სეზონის დასკვნითი ეტაპის დაწყებამდე ჩვენი გუნდი  ოთხ სპარინგ მატჩს გამართავენ.

7 თებერვალი / დინამო – ამკარი (რუსეთი)

9 თებერვალი / დინამო – პოლონია (პოლონეთი)

11 თებერვალი / დინამო – ტირასპოლი (მოლდოვეთი)

13 თებერვალი / დინამო – ზარია (უკრაინა)

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024