• Geo
  • Eng
01.02.2013
დინამოს აკადემიაში იტალიელი ფიზ–მომზადების მწვრთნელი იმუშავებს

ჩვენი აკადემიის ფიზ–მომზადების მთავარი მწვრთნელი იტალიელი– რიკარდო დევივო იქნება. მას სამწვრთნელო განათლება ინგლისში აქვს მიღებული. 31 წლის მწვრთნელი დინამომდე სამხრეთ აფრიკასა და ინგლისის კლუბებში მუშაობდა.

რიკარდო დევივო: მოხარული ვარ აკადემიაში და მთლიანად კლუბში ნანახი საქმისადმი პროფესიონალური მიდგომით. თავად აკადემიაც და ინფრასტრუქტურაც რაც ვნახე იდეალურია და ყველა პირობაა შექმნილი წარმატების მისაღწევად. პატარა მოთამაშეებს რაც ეტყობათ, ძალიან ნიჭიერები და აღსანიშნავია, რომ დისციპლინირებულები არიან. ჩვენი მთავარი სამუშაო იქნება მათი ფიზიკური, პროფესიული, მენტალური, ტექნიკური და ტაქტიკური მომზადება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024